„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
28-04-2021
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა, ნუნუ რაფავამ ღონისძიება „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ჩაატარა. მასში VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილა ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა: ვარჯიში, კვება, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებების მოხმარება. პედაგოგი მსგავს ღონისძიებებს გასულ წლებშიც აქტიურად ატარებდა: 2019-2020 სასწავლო წელი - 1. ნაადრევი ქორწინება. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყო ქალაქის გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, თამარ ცქიფურიშვილი. 2. ტუბერკულოზი - ღონისძიებაში მონაწილეობდა ქ. ტყიბულის წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენელი, თამარ ცქიფურიშვილი.
გაიმართა კონფერენცია თემაზე „ცხოვრება ჭიქაში“, რომელშიც სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონფერენციის თემა ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებას ეხებოდა. თემის პრეზენტატორი ბიოლოგიის მასწავლებელი ნუნუ რაფავა იყო.