ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მესამეკლასელმა მარიამ ლომიძემ საგნობრივ ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვა
28-04-2021

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მესამეკლასელმა მარიამ ლომიძემ საგნობრივ ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვა. სკოლის დირექცია მარიამს ახასიათებს, როგორც ბეჯითს და დამსახურებულ ჯილდოს ულოცავს.

„მარიამ ლომიძე ქუთაისის N17 საჯარო სკოლის III-3 კლასის  მოსწავლეა. მისი დამრიგებელი მაკა კამლაძეა. ის საოცრად ბეჯითი და წარმატებულია. მარიამი მონაწილობას იღებს სხვადასხვა ტურებში. ამჯერად, კი -„კინგსის“ ოლიმპიადის გამარჯვებულია. მან მონაწილეობა მიიღო ქართული ენის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, აიღო ოქროს მედალი და დიპლომები. ვულოცავთ მარიამს ამ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203