შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სახალისო გამოფენა მიეძღვნა
28-04-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე სახალისო საინტერესო აქტივობით აღინიშნა.
ქართული სექტორის მე-8ა და მე-12ა კლასის მოსწავლეებმა დერეფანში სახალისო-შემეცნებითი გამოფენა მოაწყვეს, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
გამოფენაზე წარმოდგენილმა ილუსტრაციებმა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.