შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა
28-04-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და წარმოთქვეს ქართულ ენასთან დაკავშირებული სიტყვები. მათ სკოლის ეზოში ფერადი ცერცით ასფალტიც მოხატეს.
გარდა ამისა, დაამზადეს ანბანის ხეც.
42 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ამ მოვლენების შემდგომ 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს