ჩაუტარდებათ თუ არა 2 კვირაში ერთხელ ტესტირება მასწავლებლებს, აცრის შემდეგ?
16-05-2021

55 წლის და უფროსი ასაკის მასწავლებლების საჩვენებელმა ვაქცინაციამ, მაშინვე აზრთა სხვადასხვაობა გააჩინა პედაგოგიურ საზოგადოებაში. ჩვენ იმის თქმა შეგვიძლია, რომ აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა ამჯერად ყურადღებას სხვა საკითხზე, უფრო კონკრეტულად კი მასწავლებლების კოვიდტესტირებაზე გავამახვილებთ. 

საინტერესოა, ექვემდებარებიან თუ არა ტესტირებას ის მასწავლებლები, რომლებიც კოვიდზე აიცრებიან? - ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს, შრომის ინსპექციას და ბოლოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ პედაგოგებს შეეძლებათ, არ ჩაიტარონ კოვიდტესტირება მხოლოდ რევაქცინაციის - ანუ მეორე აცრის შემდგომ, ორი კვირა, მანამდე და მას შემდეგ კი ყველა პედაგოგი, ისევე, როგორც სასკოლო საზოგადოების დანარჩენი წევრები ვალდებულნი, არიან ყოველ ორ კვირაში ერთხელ კოვიდზე დაიტესტონ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203