„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ - ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებელმა, შორენა ლობჯანიძემ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიების ჩატარების მიზანი მოსწავლეთათვის დედაენის შექმნის ისტორიის, მისი განვითარების პერიოდების გახსენება და დღევანდელ პრობლემებზე დაფიქრება იყო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბავშვებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც „ქართველ ერს ქართული ენის სიტკბოება ჩააწვეთა“ და იქვე გულისტკივილით ისაუბრეს ენის დღევანდელ პრობლემებზეც, რომელიც მის წინსვლასა და განვითარებას აფერხებს.
იხილეთ ფოტოები: