სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა დედამიწის დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
28-04-2021

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ და სახალისო აქტივობებში ჩაერთვნენ.

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და როლი გარემოს დაცვის საქმეში. 

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს  ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203