„ჯანსაღი ცხოვრება“ - დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა შედგა
28-04-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება“ წარმატებით ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან მორიგი შეხვედრა შედგა. მე-10 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს, რისთვისაც სკოლის დირექცია მეათეკლასელებს მადლობას უხდის. 

„მადლობა მე-10 კლასის მოსწავლეებს ქეთი გოგალაძეს, ლიზი შავერდაშვილს, ნინო ქავთარაძეს და ლილე ფცქიალაძეს საინტერესო პრეზენტაციისთვის“,- ნათქვამია სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203