
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ეკა ვარსიმაშვილი პროგრამის - „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის გამოცხადებულ ტექნიკის კონკურში მონაწილეობდა.
ეკა ვარსიმეშვილმა კონკურსში გაიმარჯვა, რისთვისაც საზეიმოდ დაჯილდოვდება.
სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს.
„ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მას ამ დიდ წარმატებას. საჩუქრად პორტატული კომპიუტერი და სიგელი საზეიმო ვითარებაში გადმოგვეცემა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: