საგარეჯოელი მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
14-10-2016
საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოება გრძელდება.  

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეათეკლასელები დასაჩუქრდნენ.  

მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ქეთევან ნატრიაშვილმა და ლია გიგურმა გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ კომპიუტერებით ის მოსწავლეები საჩუქრდებიან, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. 

მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, პროექტი წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება და ყოველწლიურად იზრდება დაჯილდოებულ მოსწავლეთა რიცხვიც. 

პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა წახალისებასა და მოტივაციის ამაღლებას.

თბილისის მასშტაბით სულ 448 (გასულ წელს 356) მეთეკლასელი დასაჩუქრდება, საქართველოს მასშტაბით კი, 2470 (გასულ წელს 1970).

უახლოს დღეებში ყველა ბენეფიციარი მიიღებს ჯილდოს-პერსონალურ კომპიუტერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203