„დავგეგმოთ მომავალი“ - თისელის საჯარო სკოლის მოსწავლემ თანასკოლელებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო
28-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის მოსწავლემ, სალომე კოპაძემ, მათემატიკის მასწავლებლის, მაია უსტიმენკოს ჩართულობით, მასწავლებლებთან და თანასკოლელებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო თემაზე - „დავგეგმოთ მომავალი“.
შეხვედრაზე სალომე კაპანაძემ დეტალურად წარმოადგინა 1 ჰექტარზე ჩენდლერის ჯიშის კაკლის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ხარჯები და შემოსავალი წლების მიხედვით.
მოსწავლემ შეხვედრის მონაწილეებს მისცა რჩევები და რეკომენდაციები, თუ როგორ შეარჩიონ კაკლის ნერგები და როგორ მიიღონ მაქსიმალურად ხარისხიანი მოსავალი.