ახალდაბის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
28-04-2021

შუახევის მუნიციპალიტეტიეს სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.

მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „იმიტირებული არჩევნები“ 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით პროექტ - „ახალგაზრდა ამომრჩევლთა ინფორმირების“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის ცესკო-ს წარმომადგენელმა, ტრენერმა - გიორგი მაკარაძემ ჩაატარა.

„ტრენინგების ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები სლოგანებით: „ჯანსაღი ცხოვრება კრიმინალის წინააღმდეგ“ და „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.

კენჭისყრის ხმების დათვლის შედეგად გაირკვა, რომ გაიმარჯვა სლოგანმა: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.

ვულოცავთ მოსწავლეებსა და წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრებაში!“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203