
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექცია ნიჭიერ მოსწავლეს - ბარბარე ბალახაძეს გვაცნობს. ბარბარე კალიგრაფიის კონკურსში „გახდი დიდგორის მემატიანე“ წარმატებით მონაწილეობდა და შესაბამისი ტიტულიც მოიპოვა.
„ეს ნიჭიერი გოგონა ბორჯომში მდებარე აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მე-5კლასის მოსწავლე ბარბარე ბალახაძეა. მან მონაწილეობა მიიღო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კალიგრაფიის კონკურსში „გახდი დიდგორის მემატიანე“ და ამ ნომინაციაში მოიპოვა „წარმატებული მონაწილის“ ტიტული.
ვულოცავთ ბარბარეს ამ გამარჯვებას და მომავალშიც ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მშობლიური ენის, ლიტერატურის, დამწერლობის და მრავალსაუკუნოვანი კულტურის სადიდებლად!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები