წყრუთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 106-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
28-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის 106-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს სომეხთა გენოციდის შესახებ და ამ თემასთან დაკავშირებით კედლის გაზეთიც დაამზადეს. 

სომეხთა  გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წელს სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად ტარდება.

გენოციდი მოიცავდა ოსმალთა იმპერიის მიერ მილიონზე მეტი სომეხის ხოცვა- ჟლეტვასა და შიმშილობას. ერევანში, სომხეთის დედაქალაქში, ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი წიწერნაკაბერდის გენოციდის მემორიალურ დაფასთან  იკრიბება და მას ყვავილებით ამკობენ. სომეხთა გენოციდი აღიარებულია მსოფლიოს ბევრი ქვეყვნების მხრიდან. 2021 წელს ეს ფაქტი აღიარა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203