
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილებზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფერით წერის ხელოვნება: დეკორაციის ესკიზები, კოლაჟები, აპლიკაციები.
მოსწავლეთა შექმნილი ნამუშევრები მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია.
მოსწავლეების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი შორენა ასანიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები