„ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერების საწინდარია“ - ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში შემეცნებითი აქტივობა გაიმართა
28-04-2021

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წარმატებით ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი აქტივობის ფარგლებში სახელწოდებით „ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერების საწინდარია“, მოსწავლეებმა მავნე ჩვევების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.

მათ ნარკოტიკის/თამბაქოს/ალკოჰოლის უარყოფითი შედეგები  განიხილეს და საკუთარ დამოკიდებულებებზე ღიად ისაუბრეს.

აქტივობა ინგლისური ენის მასწავლებლის, ელენა კაპანაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203