გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
28-04-2021

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. მიუხედავად პანდემიისა, მათ უყურადღებოდ არ დარჩენიათ ეს მნიშვნელოვანი თარიღი. სკოლაში ჩატარებულ მრავალფეროვან აქტივობებზე სკოლის წარმომადგენელი გვიამბობს:

„ჩვენი პატარა ხელებით, მოვალთ და მოგეფერებით!

პანდემიამ ხელი შეუშალა გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებაში, რომელსაც ყოველ წელს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ატარებდნენ, თუმცა დღეს სკოლის შიდა ეზოს მოვლა-პატრონობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: ვინ ნაქარალ ხმელ ტოტებს აგროვებდა, ვინ ნერგებს ძირს უბარავდა, ზოგიერთი კი ყვავილის ნერგებს რგავდა.

საინტერესოდ მუშაობდნენ საველე კორესპოდენტები ელენე ბერიძე, ნონა გოგიშვილი და ლელა სანიკიანი. მათ ადგილზევე შექმნეს გაზეთი, რომელშიც კარგად გამოაჩინეს მოსწავლეების დამოკიდებულება დედამიწისადმი.

II კლასის დამრიგებელმა მაკრინე კობახიძემ აღსაზრდელებთან ერთად საინტერესო ბუკლეტები შექმნეს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყველა საკლასო ოთახში დაარიგეს.

III კლასის დამრიგებელმა სალომე დუნდუამ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა მოაწყო. მართლაც, პატარა ხელებით და წრფელი გულით ეფერებიან დედამიწას ჩვენი სკოლის აღსაზრდელები“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203