„უფალი გვაერთიანებს“ - ტობანიერის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
28-04-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მე-11 კლასში, რუსული ენის მასწავლებლის, ლამარა ყუბანეიშვილის ხელმძღვანელობით საინტერესო პროექტი - „უფალი გვაერთიანებს“ განხორციელდა. პროექტი შესწავლილ საგაკვეთილო მასალას, „წითელ მოედანს“ ეფუძნებოდა.

მოსწავლეებმა პრეზენტაციისას ქალაქ მოსკოვში მდებარე „წმინდა ბასილის“ ტაძრის შესახებ ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ აღნიშნული ტაძრის არქიტექტორის ბედი ძალიან ჰგავს „სვეტიცხოვლის“ არქიტექტორის ტრაგიკულ ხვედრს. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ როდესაც წმ.ბასილის ტაძრის აგება დასრულდა, ოსტატებს თვალები დასთხარეს, რათა მსგავსი საყდარი ვეღარ აეგოთ.

მოსწავლეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ერთმორწმუნეობის ნიღაბს ამოფარებული რუსეთის ხელისუფლება დიდ ზიანს აყენებს საქართველოს. მათ აქვე დასძინეს, რომ  არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ცდილობენ ქართველებსა და რუსებს შორის მეგობრობის სიმები არ გაწყვიტონ.
 
პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა წმ.ბასილის ტაძრის პოსტერი წარმოადგინეს.

„სკოლის აღსაზრდელებმა იმედი გამოთქვეს, რომ მოახლოებული ქრისტიანული დღესასწაულის, „აღდგომის“  მადლითა და ძალით უფალი შეძლებს ურთიერთობების მოგვარებას. დასკვნით სიტყვაში მოსწავლეებმა რუსეთს „ქრისტეს აღდგომა“ მიულოცეს და შეახსენეს - გვახსოვდეს, უფალი გვაერთიანებს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203