ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში წინასააღდგომო სამზადისია
28-04-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლა წინასააღდგომო სამზადისში ჩაება. მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ხელნაკეთი სააღდგომო აქსესუარები დაამზადეს და გამოფინეს.
მათ ორიგინალური, ფერადი დეკორაციები შექმნეს და სააღდგომო კვერცხები მოხატეს.
სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთიც დაამზადეს, რომელშიც აღდგომის დღესასწაულის შესახებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტები ასახეს.