ჯიმითის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ-ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს
29-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლაში გასული კვირა ფილოლოგების აქტიურობით გამოირჩეოდა. მასწავლებლები სიახლეებს მუდმივად ეძებენ და საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში ნერგავენ.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - შორენა ვარაზაშვილი და ნონა გეთიაშვილი პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას არ წყვეტენ.
მათ არაერთი საინტერესო გაკვეთილი დაგეგმეს და ჩაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს