ბარათაულის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
28-04-2021
ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს სკეტჩები და შეასრულეს სიმღერები.
სკოლის აღსაზრდელებმა დედაენის სიწმინდეს პატივი მიაგეს. მათ ერის კულტურასა და ისტორიაში მშობლიური ენის მნიშვნელობაზე ემოციებით სავსე სიტყვები წარმოთქვეს.