ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგმა გიორგი ხუსკივაძემ გარემოსდაცვით პროექტში ჩართო
28-04-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რომელსაც ბიოლოგია - ქიმის პედაგოგი გიორგი ხუსკივაძე ხელმძღვანელობდა, მოსწავლეებმა მრავალმხრივი ცოდნა მიიღეს.

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი - პროექტის წარმომადგენელი, ბიოლოგია - ქიმის პედაგოგი გიორგი ხუსკივაძე. 
პროექტის ფარგლებში ბავშვებმა გაიგეს: 

1 ჩვენი პასუხისმგებლობა იმ ამოწურვადი რესურსების მიმართ რომელსაც დედამიწა გვაწვდის.
2 რამდენად მნიშვნელოვანია მივაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენს გარშემო მყოფებს გარემოს დაცვით საკითხებზე.
3 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ.
4 ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები იმსჯელეს და ისაუბრეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეეძლოთ მათ ჩვენი ბუნების დასაცავად.
5 ასევე წარადგინეს ფერადი პროექტები და ფერადი პლაკატები, მოსახლეობისა და თანატოლების ცნობიერების ასამაღლებლად“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203