მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაციები გამართეს
28-04-2021

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლა დედამიწის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით პრეზენტაციები გამართეს.
მოსწავლეებმა ასევე, აღნიშნულ თემაზე, პლაკატი და ნახატები შექმნეს.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს  ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203