იანეულის საჯარო სკოლაში უილიამ შექსპირის დაბადების დღე აღნიშნეს
28-04-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ცნობილი ინგლისელი დრამატურგის, უილიამ შექსპირის დაბადების დღე აღნიშნეს.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურის მასწავლებლის, ანა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით პრეზენტაცია მოამზადეს და მსმენელებს შექსპირის როგორც ბიოგრაფიის, ასევე, ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ მოუთხრეს.
ვინაიდან 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეც აღინიშნებოდა, მე-8 კლასის მოსწავლეებმა უილიამ შექსპირის შესახებ წიგნი აკინძეს, რომელიც ყოველ წელს მოსწავლეთა ხელნაწერებით განახლდება.