ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის მრავალფეროვნებაზე მაკეტები დაამზადეს
28-04-2021

დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ მზია ლომსაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

მოსწავლეებმა, პედაგოგის დავალებით, გარემოსდაცვით თემაზე პოსტერები შექმნეს და ტყეების მრავალფეროვნებაზე მაკეტები დაამზადეს. 

„ყოჩაღმა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას, წარმოადგინეს პოსტერები, თუ რატომ უნდა გაუფრთხილდნენ ტყეს და მაკეტები ტყეების მრავალფეროვნებაზე.

ყველაზე საინტერესო ის იყო რომ, მათ მოიძიეს არამარტო ტაიგა და ტროპიკული ტყეები, არამედ მოიძიეს იქ გავრცელებული ცხოველთა სამყაროც. მადლობა ჩემო პატარებო“,- აღნიშნავს მასწავლებელი მზია ლომსაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203