დამიის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მოსწავლეებმა, წიგნის დღეს, მხატვრული ლიტერატურა აჩუქეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეები კლასგარეშე ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი. მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად წიგნის ჩუქების დღე სკოლის ბიბლიოთეკისათვის წიგნების ჩუქებით აღნიშნეს.
„ამ აქტივობას სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა ჩვენი სკოლა გიორგი კეკელიძის ინიციატივას - „აჩუქე წიგნი“ გამოეხმაურა. შარშან პანდემიის პირობებში სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადასვლის გამო წიგნის ჩუქების დღის აღნიშვნა ვერ შევძელით, წელს კი პირისპირ განახლებულმა სწავლებამ ამის შესაძლებლობა კვლავ მოგვცა,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები