თბილისის N103 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
28-04-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეები დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ არაერთ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. მათ თემატურ ფილმსაც უყურეს და გამართეს დისკუსია. მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ უნდა დაეხმარონ და დაიცვან დედამიწა.
2 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს