„კორონავირუსი და მსოფლიო“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს
28-04-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ნია კომახიძემ და დაჩი კომახიძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „კორონავირუსი და მსოფლიო“.
პრეზენტატორებმა კორონავირუსის ბუნება მიმოიხილეს, მისი გავრცელების ისტორია გაიხსენეს და ჰიგიენური ნორმების შესახებ ამომწურავად ისაუბრეს. მოსწავლეებმა ვაქცინის წარმოშობა და მისი მნიშვნელობაც განიხილეს. მათ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ და მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისკენ მოუწოდეს.
პრეზენტაციას, რომელშიც მთელი კლასი იყო ჩართული, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნინო დიასამიძე ხელმძღვანელობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს