„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ - პირველი სვირის საჯარო სკოლაში პროექტი მიმდინარეობს
28-04-2021

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემაზე პროექტი მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლება, როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების ჭრილში და მშობელთა ჩართულობის გაზრდა.

„ესთეტიკური კათედრა ჩართულია სასკოლო პროექტში და ხელოვნების მიმართულებით ახორციელებს ერთ-ერთ აქტივობას „ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება“. ამ აქტივობის მიზანია შუა საუკუნეების საეკლესიო ხურომოძღვრების გაცნობა, ეპოქისთვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობა.

ამ აქტივობის განხორციელებით მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. ამოიცნობენ და გაანალიზებენ ეპოქისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, არქიტექტურულ ელემენტებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203