„მე მინდა, ჰქონდეს დედამიწას ლურჯი თვალები“- ლეღვას N1 სკოლაში მეხუთეკლასელებმა დედამიწის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
28-04-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ციცინო ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღეს ღონისძიება - „მე მინდა, ჰქონდეს დედამიწას ლურჯი თვალები“ მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და საკუთარი როლი გარემოს დაცვის საქმეში. 

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს  ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203