„ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“ - ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტს ახორციელებენ
27-04-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები ახორციელებენ პროექტს სახელწოდებით „ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“.
პროექტის ფარგლებში სკოლის აღსაზრდელები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობენ. „თიმსის“ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა ონლაინ-შეხვედრაც, სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს სკოლა და სოფელი გაიცნეს.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მომავალი სამუშაო შეხვედრა 8 მაისს შედგება. მოსწავლეები წარმოადგენენ თემებს ადამიანის უფლებების ისტორიულ ჭრილში.
პროექტს ხელმძღვანელობენ ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მასწავლებელი, სოფიკო ბრეგვაძე და ბალანთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ნანა ვასაძე- ჯანელიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს