გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
27-04-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღინიშნა.

მოსწავლეებმა ქართულ საზოგადოებას გულმხურვალე სიტყვებითა და ლექსებით მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი დღე.

43 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობამ, სტუდენტებთან და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 15000 - მდე სტუდენტი  დაიძრა უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირამდე, სადაც 100000 - მდე  ადამიანი შეიკრიბა, რის შედეგადაც კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 1990 წელს 14 აპრილი საქართველოში დედა ენის დღედ გამოცხადდა. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203