ეშტიის N2 საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელმა, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
27-04-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ისტ-ის მასწავლებელმა, რიპსიმე აროიანმა მე-5 და მე-6 კლასებში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა - scratch პროგრამის შესწავლა, ინსტალირება და პროგრამაში მუშაობა იყო.

აქტივობა კომპიუტერების ლაბორატორიაში ჩატარდა და მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

„საინტერესო პროგრამის შესწავლისათვის უღრმესი მადლობა „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერს, ნინო ვასაძეს,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203