
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ნიკო მარის სახელობის, დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ნიკო მარის სახელობის, დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. პედაგოგ ნონა ჯაშის ხელმძღვანელობით, I „ა“ კლასის მიერ განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს ეკოლოგიური და ბუნებისდაცვითი უნარების განვითარებას.
სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკოლაში გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები დედამიწაზე ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ, ბუკლეტების გავრცელება ბუნებრივი რესურსის გაფრთხილების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. აგრეთვე გამოიფინა ილუსტრირებული პოსტერი, სადაც მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დედამიწისთვის „მიელოცათ“ დაბადების დღე.
მეორეკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსში.
იხილეთ ფოტოები: