„დედამიწა - სიცოცხლის პლანეტა“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობდა
27-04-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიამ ნიქაბაძემ ონლაინ-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა თემაზე: „დედამიწა - სიცოცხლის პლანეტა“.

ინგლისურ ენაზე წარმართული კონფერენცია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ მოსწავლეები რუმინეთიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან და საქართველოდან.

მარიამ ნიქაბაძემ წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით „Earth is our home“. მარიამმა მის მიერ შექმნილ პროექტში ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მან იმ გლობალურ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის მარიამს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და უსურვებს მას წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203