ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება, გაიმართა
27-04-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ირაკლი აბაშიძის ლექსს „ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე“ ეფუძნებოდა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს დედამიწაზე არსებულ კანონზომიერ ციკლზე, ფოტოსინთეზზე და ამ კანონზომიერებების დამრღვევ მიზეზებზე. გარდა ამისა, მათ გლობალურ დათბობაზე, ატომური ენერგიის სიკეთესა და ადამიანის მიერ მის ბოროტად გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება. სკოლის აღსაზრდელებმა იმსჯელეს ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღსა და კორონავირუსზე. 

„მადლობა ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგს, ირინე ხუციშვილს, რომელმაც  ღონისძიებაში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე აქტიურად ჩართო .წარმატებები მათ. მეამაყებით!“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203