ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ ეკო-ქოთანი შექმნა
27-04-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ახალციხის N5 საჯარო სკოლაც, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს.

ახალციხის N5 საჯარო სკოლა ახორციელებს გარემოსდაცვით პროექტს - Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT, რომლის ფარგლებშიც მე-6 „გ“ კლასის მოსწავლემ, სალომე კურტანიძემ   (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მასწავლებელი იდა ტიფენცევა), მონაწილეობა მიიღო კონკურსში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“. პროექტი ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გარემოსდაცვით კონკურსს - „შექმენი ეკოგმირი“ - ითვალისწინებს.

სალომემ, შექმნა „ეკო-ქოთანი“ თავისი ყვავილით, სახელიც შეურჩია და „ლილო“ დაარქვა. გოგონას მიზანი იყო, ნარჩენებისაგან შეექმნა ლამაზი ნივთი, რომელიც დაამშვენებდა მის საცხოვრებელ გარემოს.

სალომეს დიდი იმედი აქვს, რომ სულ პატარა წვლილი მაინც შეიტანა დედამიწაზე ნარჩენების შემცირებაში; იგი ყველას მოუწოდებს, მეორად ნივთებს შთაბერონ ახალი სიცოცხლე და ამით დაეხმარონ ბუნებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203