
თბილისის N127 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
თბილისის N127 საჯარო სკოლაში, 2-1 კლასში ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა, რომლის ორგანიზატორიც პედაგოგი ნანა რეხვიაშვილი გახლდათ. აქტივობამ დიდი ინტერესი და ხალისი გამოიწვია მოსწავლეებში. 6-ჯგუფად დაყოფილმა კონკურსანტებმა 20 მათემატიკურ კითხვას უპასუხეს. პატარებმა მათემატიკის კათედრის წევრების მოწონება და შექება დაიმსახურეს, მშობლებმაც დიდი მადლიერება და კმაყოფილება გამოხატეს აღნიშნული აქტივობის მიმართ.
იხილეთ ფოტოები: