ვანთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ასმათ ვეფხვაძემ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონკურსში გაიმარჯვა
27-04-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია თელავის მუნიციპალიტეტის, ვანთის საჯარო სკოლაც, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ახლახან, ვანთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ასმათ ვეფხვაძემ მონაწილეობა მიიღო „ტექნიკის კონკურსში პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის“, რომელიც პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ასმათ ვეფხვაძემ კონკურსში გაიმარჯვა და ვანთის საჯარო სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203