
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვ. ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში რამდენიმე აქტივობა ჩატარდა.
პირველი კლასის დამრიგებელი ელისო ხაბეიშვილი ამ დღესთან დაკავშირებით დაწესებულ წიგნის ჩუქების კამპანიაში ჩაერთო და პირველკლასელებს, წიგნების სახით, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს ზღაპრები და ლექსები.
მეათეკლასელებმა კი სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრეს წიგნები, რითაც საფუძველი ჩაუყარეს წიგნის ჩუქების ლამაზ ტრადიციას.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლას სტუმრობდა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს აპარატის უფროსი ნინო გოგოხია და საზოგადოებრივ - სალიტერატურო ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი, მწერალი ნანა ქარდავა, რომელმაც წიგნიერებასთან დაკავშირებით ღია ლექცია ჩაატარა.
იხილეთ ფოტოები