
მესტიის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე, მრავალფეროვანი აქტივობებით, აღნიშნეს.
აქტივობების ლოზუნგი იყო - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“.
მათ შორის, მოსწავლეებმა, გარემოსდაცვით თემებზე დაწერილი მოთხრობები წაიკითხეს და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საქმეში საკუთარი როლი კიდევ ერთხელ გაიაზრეს.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
იხილეთ ვიდეოები