შინდისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
27-04-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა. 

კვირეული, 23 აპრილს, სკოლის ეზოს დასუფთავებითა და მცენარეების დარგვით დასრულდა.

მოეწყო ასფალტზე ხატვაც. მოსწავლეებმა კი საინტერესო ნახატები წარმოადგინეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებსა და მოსწავლეებს კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს  ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203