
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექცია სკოლის ტერიტორიის გამწვანებაზე, უნიკალური ჯიშის ხეების მოპოვებასა და დარგვაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერადაც, დაბლაციხის საჯარო სკოლელებმა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს და სკოლის ტერიტორიაზე ნერგები დარგეს.
მოსწავლეები გარემოსდაცვით ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და მათი როლი გარემოს დაცვის საქმეში.
იხილეთ ფოტოები: