„მედიაციის როლური თამაში“ - ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ კონკურსი ჩატარდა
27-04-2021

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ 23-24 აპრილს „ბიზნეს სკოლის“ და „სამართლის კლუბის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი - „მედიაციის როლური თამაში“ ჩატარდა.

კონკურსში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„პირველ დღეს მონაწილეებს მოწვეული ტრენერის მიერ ჩაუტარდათ ტრენინგი მედიაციის თემაზე და ჰქონდათ სიმულაციური თამაში. მეორე დღეს გუნდის წევრებმა, რომლებიც აირჩნენ შემთხვევითობის პრინციპით, განიხილეს ქეისი, მოირგეს მედიატორების როლი.

გამარჯვებულები გამოავლინა კომპეტენტურმა მოწვეულმა ჟიურიმ, შესაბამისი კრიტერიუმის მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობით ბავშვებმა შეიძინეს გამოცდილება, პრეზენტაციური უნარები, ისწავლეს მედიაციის როლის მნიშვნელობა, გუნდურობა.

გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სხვადასხვა პრიზი!“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203