მუხრანის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
27-04-2021

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის მანანა პეპანაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. 

მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაზეთი - „დედაენა - მსოფლიოს მერვე საოცრება“ გამოუშვეს. გაზეთის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები - ანრი ყალიონაშვილი, ნინო ფოლადიშვილი და ანდრია ბაბაშვილი. 

მეოთხეკლასელებმა მოაწყეს კუთხე, სადაც გამოფინეს დედაენის სახელმძღვანელოები და გააფორმეს თავიანთი შესრულებული ნახატებით. შეისწავლეს ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები. 
 

IV კლასმა ასევე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა დედამიწის დღე. 

მოსწავლეები ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას გაეცნენ და ჩაერთვნენ გარემოსდაცვით აქტივობებში - დაასუფთავეს თავისი ბაღი, დარგეს ყვავილები.

მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ კლასის საათი -  „გვესმოდეს ხის გულისცემა“ (დედამიწის ფილტვებს მოფრთხილება სჭირდება). მოაწყეს პლაკატების გამოფენა: „დედამიწა ჩემი სახლია“; „მეტი ხე , მეტი სუფთა ჰაერი“; „დედამიწა ადრე - ახლა“; „კორონავირუსი უტევს დედამიწას“.

„ჩვენი არაჩვეულებრივი მეოთხეკლასელები გვპირდებიან, რომ სასკოლო ცხოვრებაში კვლავ აქტიურად ჩაერთვებიან“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203