შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის მუნიციპალურ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვეს
27-04-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის მუნიციპალურ ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვეს.

სკოლის დარბაზში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად მიულოცეს ეს გამარჯვება სკოლის გუნდს და წარმატებები უსურვეს. 

წარმატება მიულოცეს ასევე რიჩარდი ფუტკარაძეს, რომელმაც ქართულ ჭიდაობაში მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

სპორტული წრეების წარმატებების შესახებ ისაუბრა სკოლის დირექტორმა ემზარ ჯუმუშაძემ და მწვრთნელ-მასწავლებლებს როინ ებრალიძესა (სპორტის მასწავლებელი) და არკადი ფუტკარაძეს (ქართული ჭიდაობის მწვრთნელი) მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203