„ჩვენ და ციფრული სამყარო“ - თბილისის 94 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პირველი ონლაინკონფერენცია ჩატარდა
27-04-2021

ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის 94 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პირველი ონლაინკონფერენცია - „ჩვენ და ციფრული სამყარო“ ჩატარდა. 

კონფერენციის ორგანიზატორი და მოდერატორი იყო მასწავლებელი ნარგიზ ქილიფთარი.

„25 აპრილი მნიშვნელოვანი დღე იყო ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის 94 საჯარო სკოლისთვის. სკოლის ისტორიაში მოსწავლეთა პირველი ონლაინკონფერენცია ჩატარდა თემაზე - „ჩვენ და ციფრული სამყარო“. კონფერენციის ორგანიზატორი და მოდერატორი იყო ჩვენი სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, EUROPE CODE WEEK 2020, Wakelet ambassador, MIE TRAINER 2020-2021-სა და MIE EXPERT 2020-2021 სერტიფიკატების მფლობელი ნარგიზ ქილიფთარი, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით ჩვენი მოსწავლეები დაეუფლნენ სხვადასხვა ონლაინპლატფორმებსა და აპლიკაციებზე მუშაობის უნარებს. მომხსენებელმა მოსწავლეებმა დახვეწილი პრეზენტაციები წარმოადგინეს wakelet-ის bookcreator-ის, buncel-ის და Genially-ს აპლიკაციების შესაძლებლობებისა და ეფექტურობის შესახებ. მათ ისაუბრეს, თუ როგორ ქმნიან ელექტრონულ რესურსებს, თამაშებს, კომპლექსურ დავალებებს ამ ახალი აპლიკაციების საშუალებით. კონფერენციის დასასრულს მოსწავლეების მხრიდან გაჩნდა იდეა დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება გაუზიარონ სკოლის სხვა დაინტერესებულ მოსწავლეებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203