ზუგდიდის N5 სკოლა პროგრამაში - „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ არის ჩართული
27-04-2021

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა, ქვეყნის სხვა სკოლებთან ერთად, ჩართულია USAID საბაზისო განათლების პროექტის პროგრამაში „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“. პროგრამის მიზანია დაწყებით კლასებში მათემატიკისა და ქართული ენის საგნების სწავლების მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა, რაც გულისხმობს, რომ სასწავლო პროცესი ეყრდნობოდეს კონსტრუქტივიზმის პრინციპს, იყოს დიფერენცირებული მოსწავლეთა შესაძლებლობისა და მზაობის შესაბამისად და ხელს უწყობდეს მათში კრეატიული აზროვნების განვითარებას.

„პროგრამის ფარგლებში სკოლაში შეიქმნა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები (მსჯ). ეს ჯგუფები დაკომპლექტებულია დაწყებითების (1-ელი - მე-6 კლასების) მასწავლებლებისგან საგნებისა და კლასების მიხედვით. ჯგუფების საქმიანობას წარმართავენ ლიდერი მასწავლებლები, რომლებიც პერიოდულად გადიან ტრენინგებს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ თანამშრომელ კოლეგებთან, უზიარებენ მათ თავიანთ ცოდნას და ეხმარებიან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის დანერგვაში, სასწავლო რესურსის შერჩევაში და სხვა. გეგმავენ და ფასილიტაციას გაუწევენ მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების რეგულარულ შეხვედრებს. კოლეგებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის გასაზრდელად Teams-ის პლათფორმაზე შეიქმნა გუნდები „მსჯ-ქართული ენა“ და „მსჯ-მათემატიკა“, რომლებშიც შესაბამისი საგნების მასწავლებლები გაერთიანდნენ.

ამ ეტაპზე ხდება მასწავლებელთა დარეგისტრირება პროგრამის სასწავლო პორტალზე - chemiskola.emis.ge. სურათზე, სწორედ, პლატფორმაზე დარეგისტრირების პროცესია ასახული. პლატფორმაზე მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი ხდება მრავალი რესურსი. აქ მათ აქვთ გამოცდილების გაზიარებისა და მიღების, დისკუსიების წამოწყების, წამოწყებულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობები და ამყარებენ კავშირს ტრენერთან“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203