
„დედამიწა ჩვენი სახლია“ - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.
მათ ამ დღისთვის პოსტერები და ბროშურები დაამზადეს და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები