
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მაია ჯანაშია ხელმძღვანელობდა.
პედაგოგი მოსწავლეებს ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მოსწავლეებმა კი კიდევ ერთხელ გაიაზრეს ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და გარემოს დაცვის საქმეში საკუთარი როლი.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები